რას ითხოვენ ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები ყველაზე პოპულარული ქართული მინერალური წყლის რუსი მფლობელისგან - ბორჯომის ჩამოსხმა საქართველოში შეჩერებულია.
გაფიცვა უკვე ორივე ქარხანაში მიმდინარეობს.
"ალფა" ჯგუფის კუთვნილ ბორჯომში მდებარე ორ ქარხანაში ამ წუთებში არც ჩამომსხმელები და არც დისტრიბუტორები არ მუშაობენ.
ბორჯომის ჩამოსასხმელი ქარხნის 350 თანამშრომელი კონკრეტული მოთხოვნების გარშემო გაერთიანდა.
დასაქმებულებმა პროტესტი გუშინ დაიწყეს. აქციის მონაწილეები საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.