19 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
ქობულეთში, საკუთარ სახლში, მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთის ცენტრში, 65 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. შემთხვევა დაჭრილის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილი ტ-გ და დაჭრილი იური შიშკოვი მეგობრები იყვნენ.

ინციდენტის შემდეგ 65 წლის იური შიშკოვი ქობულეთის "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს, მედიკოსების ინფორმაციით, დაზარალებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთვსებული.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი.

დღის ამბები