19 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
წყალტუბოში მე-12 კლასელის დაჭრის ინციდენტის სავარაუდო მონაწილე პოლიციიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

წყალტუბოში მეთორმეტეკლასელის დაჭრის ინციდენტში სავარაუდო მონაწილე პირი პოლიციიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. დავით ბენიძე გამოკითხვის დროს შეუძლოდ გახდა.

ადვოკატის ლედი ტუკვაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქრონიკული დაავადება აქვს, რის გამოც მდგომარეობა დამძიმდა და იძულებული გახდნენ საავადმყოფოში გადაეყვანათ. მას ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება.  

20 წლის ახალგაზრდა ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ პოლიციაში გამოკითხვაზე საკუთარი ნებით მივიდა.  ადვოკატის თქმით, დავით ბენიძე მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

დღის ამბები