02 მაისი 2024,   06:12
ვრცლად
ბათუმში ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია 5 პირი, მათ შორის ქვეითად მოსიარულე

 ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად5 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე წუთის წინ, ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე სასტუმრო "კოლიზეუმი"-ს მიმდებარედ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ავტომობილი სავალი ნაწილიდან მოცურდა, რამდენიმე მოძრავ ავტომობილს შეეჯახა, მოგვიანებით კი ტროტუარზე გადავიდა და ქვეითად მოსიარულე დააზიანა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

დღის ამბები