17 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
"ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება მოხდა" - ოპოზიცია და უმრავლესობა საარჩევნო რეფორმაზე შეჯერდა

წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ასე აფასებს ოპოზიციის დიდი ნაწილი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ დოკუმენტზე ვენეციის კომისიასაც შესაბამისი რეაგირება ექნება.

"ყველა ფუნდამენტურ საკითხზე პრინციპში შეთანხმება მოხდა და განსხვავებული ვერსიები არ არსებობს ამ საარჩევნო კანონის. ორივე მხარე შევჯერდით," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

"ნაციონალურ მოძრაობას" კი დოკუმენტისადმი განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით "ქართული ოცნება" საარჩევნო კომისიის კიდევ უფრო მეტად დაქვემდებარებას ცდილობს.



დღის ამბები