17 ნოემბერი 2024,   03:54
ვრცლად
საარჩევნო რეფორმის კანონპროექტი ვენეციის კომისიას დღეს გადაეგზავნება

შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი - საარჩევნო კანონპროექტი ვენეციის კომისიას დღეს უნდა გადაეგზავნოს.

კვირის ბოლოს კი, ოპოზიცია და უმრავლესობა ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად დოკუმენტში შეტანილ ცვლილებების განსახილველად შეიკრიბებიან.

"სამართლებრივი კუთხით დაიწყება საკომიტეტო მოსმენები. მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე იქნება პირველი მოსმენებით მიღება კანონის. პარალელურად ტექნიკურ საკითხებზე ვმუშაობთ. არის რამდენიმე იდეა, რომელიც ამ დღეებში ცესკოსთან ერთად დამუშავდება," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 

საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კანონპროექტის დოკუმენტის პირველი მოსმენით განხილვები უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დეპუტატები მეორე მოსმენამდე ელოდებიან.

დღის ამბები