პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის დეტალებს მისი წევრები, სავარაუდოდ, დღეს დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნობენ. საუბარია მათზე ვინც 31 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლებად მუშაობდა.
ამავე დროს დეპუტატები ცესკო-დან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურიდან მასალებს კვლავ ელოდებიან. საუბარია იმ უბნებზე, სადაც ძირითადად დისბალანსი და დარღვევები დაფიქსირდა, ძალოვან სტრუქტურებიდან კი დეპუტატებმა არჩევნების დღეს გამოვლენილი კანონდარღვევების კონკრეტული ჩამონათვალის მიწოდება მოითხოვეს.