17 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
რა ამბიციური გეგმებით ბრუნდება კახა კუჭავა ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან - ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დასრულდა

ბრიუსელში დასრულებულ ოფიციალურ ვიზიტს ქართული დელეგაციის წევრები აჯამებენ. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველომ ევროპის დედაქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი ამბიციური გეგმა - დროულად მოხდეს მისი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით და შესაბამისი რეფორმების დაწყებით კი საქართველომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა.

"მათ აქვთ მოლოდინი, რომ პროცესები, რომლებიც დადებითად წარიმართა და პროგრესი რასაც ჩვენ მივაღწიეთ, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერით, ისე შემდეგ განვითარებული დღის წესრიგით, იქნება ის საწყისი, რომელზეც ჩვენ შევძლებთ დავაშენოთ კიდევ უფრო ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც არის ევროპის დღის წესრიგი, რომელიც უნდა განვახორციელოთ საქართველოში და დავამტკიცოთ რეფორმებით, რომ ჩვენ 2024 წელს შევიტანთ განაცხადს და მალე გავხდებით ევროკავშირის წევრები,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა. 

დღის ამბები