20 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი გარდაიცვალა

რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მან სატელევიზიო თეატრში მუშაობა მიხეილ თუმანიშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო, იყო მისი ბევრი სატელევიზიო სპექტაკლის ტელერეჟისორი.

70- 80-იან წლებში კი მან საქართველოს ტელევიზიის სატელევიზიო თეატრში არაერთი დადგმა განახორციელა, რომელიც მაუწყებლის ოქროს ფონდის უნიკალურ ჩანაწერებს წარმოადგენს.

ესაა სპექტაკლები "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, "უჩინმაჩინის ქუდი", "გვადი ბიგვა", "ხორუმი ქართული ცეკვაა", "მტრედის მოტანილი ბარათები" და სხვა, რომელშიც ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობები ვასო გოძიაშვილი, ეროსი მანჯგალაძე, ზაზა ლებანიძე, გივი ბერიკაშვილი, მურმან ჯინორია, გოგი ხარაბაძე და სხვები მონაწილეობდნენ.

დღის ამბები