17 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებელი" "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტს არეგისტრირებს

"სტრატეგია აღმაშენებელი" "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტს არეგისტრირებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, პარლამენტის მიერ მიღებულ ახალი კანონპროექტი ეწინააღმდეგება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, რის გამოც ოპოზიციის ნაწილმა პრეზიდენტისგან ვეტო მოითხოვა.

"ორი კვირის წინ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი, რითაც ფაქტობრივად თქვა, რომ არ უნდა იყოს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება. 

მთელი დასავლური სამყარო, შეშფოთებული იყო ამ კონკრეტული კანონით რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ჩვენ მოვუწოდეთ პრეზიდენტს ვეტო დაედო ამ კანონისთვის, მაგრამ ის გაექცა პასუხისმგებლობას. 

დღეს ჩვენი გუნდი ვარეგისტრირებთ საქართველოს პარლამენტში კანონს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. 

დაბრუნდეს ძველი ნორმები კანონმდებლობაში!

"ქართულ ოცნებას" მოუწევს ჩვენთან შემოვიდეს დებატებში და გაგვცეს პასუხი ყველაფერზე. ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება,"- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებულად განიხილავდა. ცვლილებები 2021 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

დღის ამბები