შეუშვებენ, თუ არა სახალხო დამცველს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში - ჯერ კიდევ უცნობია. თემაზე ცოტა ხნის წინ, კომენტარი კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.
წულუკიანის ინფორმაციით, პანსიონატში სოცმუშაკები იმყოფებოდნენ და კარგი იქნება, თუ სახალხო დამცველსაც ექნება შესაძლებლობა ტერიტორიაზე შევიდეს.
"სოციალური მუშაკები ნინოწმინდაში და ყველა სახლში, რომელსაც მართავს ესა, თუ ის ეპარქია შედიან უპრობლემოდ. ჩვენ ვიცით, რომ სოციალური მუშაკები იქაც იყვნენ და მათი ვიზიტის შედეგები.
თუ რაიმეა გამოსასწორებელი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ამას გამოასწორებს ეკლესიასთან თანამშრომლობით.
მე პირადად ამ სახლს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ ბათუმში მსგავსს დაწესებულებას, რომელიც მინდა გითხრათ, რამდენჯერაც ვყოფილვარ, არცერთი პრობლემა მე პირადად, როგორც ადამიანის უფლებების სპეციალისტს არ დამინახავს.
ნინოწმინდას არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ სოციალური მუშაკები ბრძანდებოდნენ. სახალხო დამცველი, რომ გამოჯანმრთელდება, თუ მასაც დაუშვებენ იმ სახლში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ისევ არ შეუშვეს. ომბუდსმენის ოფისს დღემდე რამდენიმე უშედეგო მცდელობა ჰქონდა. ნინო ლომჯარია პანსიონში გამოვლენილი არაერთი დარღვევის გამო დაწესებულებისთვის სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის შეჩერებას მოითხოვს.