17 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
უკან გადადგმული ნაბიჯია ის ცვლილებები, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" დაუჭირა მხარი - ალეკო ელისაშვილი

"სტრატეგია აღმაშენებლის" პირველი დამოუკიდებელი ინიციატივა პარლამენტში. კანონპროექტი საკანონდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ცოტა ხნის წინ, შეტანილი ცვლილებების ხელახალ შეცვლას ითვალისწინებს.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, კანონს ძველი რედაქცია უნდა დაუბრუნდეს. სტრატეგია აღმაშენებლის ინიციატივას უკვე მოჰყვა გამოხმაურება პარლამენტში.

პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ადამიანების უფლებების თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯია ის ცვლილებები, რასაც "ქართულმა ოცნებამ" დაუჭირა მხარი. 

"ადამიანების უფლებების თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯია ის ცვლილებები, რასაც "ქართულმა ოცნებამ" დაუჭირა მხარი და რასაც პრეზიდენტმა სამწუხაროდ ვეტო არ დაადო,"- აღნიშნა ელისაშვილმა.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი კახა კოჟორიძე "სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციატივას მიესალმება და ოპოზიციას მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ახალ კარგ ინიციატივებს.

მმართველი პარტიისთვის გაურკვეველია "სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციატივა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი კი აცხადებს, რომ ოპონენტების დისკუსია მოკლებულია არგუმენტირებულ მსჯელობას.

"ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპონეენტებისგან ვერ მოვისმინეთ სამართლებლივი არგუმენტები მთელი პროცესის მანძილზე. ნებისმიერი დისკუსია რაც ახლაა, პოპულისტურ და პოლიტიკურ მოტივებს შეიცავს და არანაირ კვეთაში არ არის არგუმენტირებულ დისკუსიასთან,"- აღნიშნა იონათამიშვილმა.

დღის ამბები