17 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
საარჩევნო უბნების მონაცემების პირდაპირ ეთერში გადათვლა - საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი კომისია 12 მთვლელს ქირაობს 

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დიპლომატიური კორპუსისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდეს. დღეს უპასუხეს ყველა შეკითხვას, რომელიც კომისიის მუშაობას და მასში არასამთავრობო სექტორის ჩართულობას ეხებოდა.

არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია 12 მთვლელის დაიქირავებს და საარჩევნო უბნების მონაცემებს პირდაპირ ეთერში გადათვლის. რა რაოდენობის საარჩევნო უბანი გადაითვლება საბოლოოდ, ჯერ ცნობილი არ არის. კომისია საარჩევნო დარღვევების შესახებ ინფორმაციას ელოდება ცესკოდან, შსს-დან და პროკურატურიდან. პარალელურად, ამ დრომდე ღიად რჩება შემადგენლობის განსაზღვრის საკითხი.

შესაძლებლობა ამ დრომდე არსებობს, თუმცა ოპოზიცია კომისიის საქმიანობაში ჩართვას არც ახლა და არც სამომავლოდ არ აპირებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საპარლამენტო ტრიბუნას, შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული რეფორმების შესასრულებლად გამოიყენებენ. საგამოძიებო კომისიის საქმიანობა კი მათთვის პრიორიტეტული აღარ არის.

კომისიის საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმაც.

არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი კომისია 17 თებერვალს შეიქმნა, 13 მაისს გამართულ პლენარულ სხდომაზე კი დეპუტატებმა მას საქმიანობის მანდატი ერთი თვით გაუხანგრძლივა. 

დღის ამბები