ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ "ღამის კურიერის" ეთერში კოვიდინფიციფრების საკუთარი ისტორია გაიხსენა. გიორგი ფანცულაიას თქმით, ინფიცირებული იყო მთელი ოჯახი და ამ დაავადებას მისი მამა ემსხვერპლა. უმძიმესი იყო მისი მდგომარეობაც და როგორც იხსენებს, მისი სიცოცხლე რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა გადაარჩინა:
"მე, მამა, დედა, მეუღლე, ბავშვი, ყველანი ერთობლივად ვიყავით კოვიდინფიცირებული, სამწუხაროდ მამამ ვერ გადაიტანა. ვერაგი დაავადებაა, ის კლინიკაში დამძიმდა. რაც შემეხება მე, ამას არა სადღეგრძელოდ, გულწრფელად ვამბობ, რომ ჩემი მდგომარეობა იყო იმდენად კრიტიკული, პირადად ლევან რატიანის დამსახურებაა, რომ აქ ვარ, ჩემი ორივე ფილტვი იყო 81%-ით დაკეტილი და მე ჩემს თავზე ვნახე, რა არის ამ ვერაგი დაავადების საშინელება, როგორც ფილმებში იხრჩობა ადამიანი, ასე რამდენიმეჯერ დავიხრჩე უჰაერობით გონების დაკარგვამდე და შემდგომ მომაბრუნეს.
ყველას ვურჩევ გაიზიაროს, რომ ეს არის რეალობა და ეს რომ რეალობაა, მე ვარ მაგის მაგალითი," - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.