07 მაისი 2024,   10:48
ვრცლად
"მერჩივნა, სახლში მოვმკვდარიყავი" - სელმა ჰაიეკს სასუნთქ აპარატზე შეერთება დასჭირდა

ჰოლივუდის ვარსკვლავი სელმა ჰაიეკი ამბობს, რომ კორონავირუსის უმძიმესი ფორმა ჰქონდა და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა. ამის მიუხედავად, ჰაიეკს ავადმყოფობის შესახებ სოციალურ ქსელებში არაფერი უთქვამს. 

როგორც ირკვევა, მსახიობი პანდემიის დაწყებიდან მალევე დაინფიცირდა და და ლონდონში მდებარე სახლში, სადაც ის ქმართან - მულტიმილიარდერ ფრან­სუა-ანრი პინოსთან და შვილთან ერთად ცხოვრობს, დაახლოებით 7 კვირის განმავლობაში იზოლაციაში იყო.

მსახიობს ვირუსის მიმდინარეობისას სასუნთქი აპარატზე შეერთებაც დასჭირდა. 

"ექიმი მეხვეწებოდა, კლინიკაში გადავსულიყავი, რადგან ძალიან მძიმედ ვიყავი. მე კი უარი ვთქვი, მერჩივნა, სახლში მოვმკვდარიყავი," - ამბობს 54 წლის მსახიობი. 

ჰაიეკი აღნიშნავს, რომ ენერგიის სრულად აღდგენა ამ დრომდე ვერ შეძლო. 

დღის ამბები