20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
საარჩევნო რეფორმის თაობაზე მომზადებული დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას უკვე გადაეგზავნა

საარჩევნო რეფორმის თაობაზე მომზადებული დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას უკვე გადაეგზავნა.

ცნობილია, რომ დეპუტატებმა კომისიას ინფორმაციის მოწოდება შემჭიდროვებულ ვადებში სთხოვეს. პარალელურად კი დღეიდან კანონპროექტის მოსმენა კომიტეტებში იწყება.

პირველ რიგში მას ადამიანის უფლებებისა და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ განხილვის პირველი ორი დღე ახალი კოდექსის განხილვას დაეთმობა.

"საკომიტეტო განხილვები დაწყებულია ვენეციის კომისიასაც, საბოლოო დასკვნისთვის ეს დოკუმენტი უკვე გავუგზავნეთ,"-აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

დღის ამბები