საარჩევნო კანონპროექტთან დაკავშირებით ყველა ძირითად საკითხზე შეთანხმება შედგა - განცხადებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აკეთებენ.
შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებს ვენეციის კომისიის მხრიდან პოზიტიური მოლოდინი აქვთ. მათი თქმით, კანონპროექტი სრულად პასუხობს შარლ მიშელის დოკუმენტის მოთხოვნებს.
განსხვავებული პოზიცია აქვთ "ევროპულ საქართველოში", სადაც აცხადებენ, რომ ვენეციის კომისია არ არის ვალდებული კანონპროექტის პოლიტიკური შეფასება გააკეთოს.