20 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
ევროკავშირისთვის პრიორიტეტია რეგიონული განვითარება, ეს საჭიროა ქვეყნის მშენებლობისთვის - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი უკვე მესამე დღეა აჭარაში იმყოფება- ელჩმა გუშინ ქედის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.

პირადად გაეცნო რამდენიმე საწარმოს, განთავსების ობიექტებისა და სხვა ტურისტული დაწესებულებების მუშაობის პროცესს.

პროექტი 4 წლიანია და მიზნად ისახავს სოფლად ეკონომიკურ და სოციალური საქმიანობის წახალისებას. დღეს კარლ ჰარცელი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდება, დღის ბოლომდე დაგეგმილია შეხვედრები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

"ჩემთვის კარგი შესაძლებლობაა აქ ყოფნა, თბილისიდან გასვლა, ქედაში ჩამოსვლა და არაჩვეულებრივ ხალხთან შეხვედრა. ევროკავშირისთვის პრიორიტეტია რეგიონული განვითარება, ეს საჭიროა ქვეყნის მშენებლობისთვის მისი სრული პოტენციალით. ჩვენ არამხოლოდ ეკონომიკურად ვეხმარებით რეგიონებს, არამედ გვსურს დავეხმაროთ მთავრობას დეცენტრალიზაციის გეგმის კუთხით, რათა უფრო მეტი უფლებამოსილება ჰქონდეთ რეგიონებს და თავიანთ განვითარებაზე მეტი წილი პასუხისლმებლობის აღება შეძლონ,"-აღნიშნა ჰარცელმა.

დღის ამბები