17 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება პარლამენტში დისკუსიების გაგრძელების შესაძლებლობა იქნება - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კარლ ჰარცელის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება იქნება შესაძლებლობა პარლამენტში დისკუსიების გაგრძელების.

"როგორც ყველა, ასევე მეც მოხარული ვიქნები, როცა ვენეციის კომისია რეკომენდაციებს გასცემს. მე კარგ ნიშნად მივიჩნევ იმას, რომ გვაქვს მონახაზი და ხელმოწერები 19 აპრილის დოკუმენტზე. საკმაოდ ძლიერი სიგნალია, რომ პროცესი წინ მიდის.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება იქნება შესაძლებლობა პარლამენტში დისკუსიების გაგრძელების.

ასევე კონკრეტული დასკვნების მიღების - თუ რა უნდა გაკეთდეს. საერთო ჯამში პროცესი წინ მიდის, ისე, როგორც ვიმედოვნებდი,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

დღის ამბები