19 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მასშტაბურ აქციას აანონსებენ

პროტესტი არ ცხრება ბორჯომში. ქარხნის წარმომადგენლები დაქირავებულ მუშებს პროფკავშირების გარეშე დალაპარაკებას სთავაზობენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანია ხელფასის გაზრდის პირობას დებს. 

გაფიცული მუშები დღეს 4 საათისთვის ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ, თუმცა ჯერჯერობით ლოკაცია უცნობია. 

გაფიცულების მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატება და პირობების შეცვლაა. ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მსგავსი პირობებით მუშაობა გაუსაძლისია და პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

დღის ამბები