17 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან "მოძრაობა საქართველოსთვის" აქციას მართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან "მოძრაობა საქართველოსთვის" აქციას მართავს. მათი განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტების დევნას აპროტესტებენ.

სასამართლოში 19 თებერვალს, პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტების პროცესი იმართება. კახა კვეკვესკირი, გიორგი მუმლაძე, დათო კაპანაძე და ალბერტ მერებაშვილი ხელწერილის საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.

"14 აპრილს დააკავეს ჩვენი აქტივისტი "ქართული ოცნების" ოფისთან, რა თქმა უნდა, ჩვენზე მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და მომხდარიც ამის კლასიკური გამოვლინებაა. სასამართლოს ინტერესებში კი, მხოლოდ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაჩაგვრა შედის. ჩვენ ველოდებით, რომ გამოიყენებენ ჯარიმებს, რადგან იციან, რომ ფინანსურად გვიჭირს როგორც ჩვენ, ისე სხვა ჩვეულებრივ მოქალაქეებს, მით უმეტეს, რომ ანგარიშები დაყადაღებული გვაქვს,"- განაცხადა მოძრაობა "საქართველოს" წევრმა გიორგი მუმლაძემ.

დღის ამბები