კომპანია "ბორჯომის" შემდეგ საკუთარ თანამშრომლებს პროფკავშირების გარეშე შეხვედრას ურჩევს "ნაბეღლავიც." ცოტა ხნის წინ გაფიცულ მძღოლებსა და დისტრიბუტორებთან, კომპანიის წარმომადგენელი მივიდა და დალაპარაკება მესამე მხარის ჩართულობის გარეშე შესთავაზა. ამან პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა.
"ნაბეღლავის" თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის ზრდას მოითხოვენ.
"ჩვენ პროფკავშირების გარეშე მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ნდობა გვჭირდება," - აცხადებენ აქციის მონაწილეები.