სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი აცხადებს, რომ უკანონო ბორდერიზაცია სამწუხარო რეალობაა, რომლის თითოეულ შემთხვევაზეც სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირება ხდება.
"უკანონო ბორდერიზაცია ეს არის სამწუხარო მოცემულობა, რომელიც 2008 წლიდან გვაქვს. ჩემი მხრიდან იმაზე საუბარი, რომ ბორდერიზაციის შემთხვევები გააქტიურებულია, არ იქნება სწორი, რადგანაც, ფაქტობრივი გარემოებებით აღნიშნულის დადასტურება შეუძლებელია. უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, რა თქმა უნდა, აქტიურ ფაზაში შევიდა 2011 წლის შემდეგ. ჩვენი მხრიდან ბორდერიზაციის თითოეულ შემთხვევაზე სათანადო რეაგირება ხდება. განცხადება და მხოლოდ ცხელი ხაზის გააქტიურება ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია,"- განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.