კომპანია "ბორჯომის" თანამშრომლების მსგავსად, "ნაბეღლავის" თანამშრომლების გაფიცვას, "წყალი მარგებელის" წარმომადგენელი გამოეხმაურა. მისი თქმით, თანამშრომლებს გაფიცვის შესახებ კომპანია არ გაუფრთხილებიათ და მათ სამუშაო ადგილები მოულოდნელად დატოვეს.
"ცხადია, ვაპირებთ მოლაპარაკებებს მათთან და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. განხილვის თემა იქნება, როგორც ხელფასი, ასევე ზეგანაკვეთური ანაზღაურება,"- განაცხადა ქარხნის ხელმძღვანელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
კომპანიის მძღოლებისა და დისტრიბუტორების ორდღიან პროტესტს, ახლა უკვე უშუალოდ ქარხანაში დასაქმებულებიც შეუერთდნენ. ისინი უკიდურესად დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობენ და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
"დილის 10 საათიდან, რომ დავიწყებთ მუშაობას, შეიძლება გადაბმულად 36 საათი ვიმუშაოთ. ხელფასი 3 ლარი გვქონდა და ახლა 50 თეთრი დაგვიმატეს. სწორედ ამას ვაპროტესტებთ,"- აცხადებს კომპანია "ნაბეღლავის" თანამშრომელი.
"ნაბეღლავის" თანამშრომლები უკვე მეორე დღეა რაც პროტესტს გამოხატავენ.