პარლამენტი საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობას იწყებს. კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პირველი საკომიტეტო განხილვა სტარტს ახლა იღებს.
"ქართული ოცნების" წევრის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, შედგა ისეთი დოკუმენტი, რომლის მიმართ კრიტიკის მიზეზი აღარ არსებობს.
"ვფიქრობ, ისეთი დოკუმენტი შედგა, რომლის მიმართ კრიტიკის ბევრი მიზეზი აღარ არსებობს. მიუხედავად ამისა, არიან არასაპარლამენტო პარტიები, მათ შორის ისინიც, ვისაც სინამდვილეში შეუძლიათ პარლამენტში შემოვიდნენ და ჩაერთონ კანონშემოქმედებით საქმიანობაში, რომლებიც აცახდებენ გარკვეულ პრეტენზიებს, მაგრამ ვერ ხსნიან, რეალურად, რაში გამოიხატება მათი პრეტენზია.
ეს იქნება უფრო დახვეწილი კანონმდებლობა, რომელიც უფრო მეტად უზრუნველყოფს მიუკერძოებელი წევრების არჩევას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
აღსანიშნავია, რომ მსჯელობის პარალელურად, პოლიტიკური მხარეები ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან. პროექტი კანონად საერთაშორისო ექსპერტების შეფასებების მიღებამდე, არ იქცევა.