Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა. დემოკრატიის კომპონენტში 100-დან საქართველოს 36% აქვს. ქართული დემოკრატია კი 7-ქულიან სკალაზე 3.18 ქულით არის შეფასებული.
ანგარიშში წერია, რომ ამ მაჩვენებელზე ცუდად პოლიტიკისა და მედიის პოლარიზაცია და რადიკალიზაცია აისახა.
საქართველო ტრანზიტული და ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაშია.
"საქართველოში, 2020 წლის ოპოზიციის ბოიკოტი საპარლამენტო არჩევნებზე და 2021 წლის თებერვალში ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებამ ნათლად აჩვენა ქვეყნის ბოლოდროინდელი რეფორმის მცდელობების დასრულება.
საქართველოს დემოკრატიის ქულა ახლა ახლოსაა იმასთან, რაც იყო ათწლეულის წინ, ვიდრე მოქმედი მმართველი პარტია მოვიდოდა ხელისუფლებაში საყოველთაო იმედგაცრუებისა და ავტოკრატიული ნიშნების ზრდის ფონზე," - ეს არის ციტატა ამ ანგარიშიდან.