ამერიკის პრეზიდენტის, ჯონ კენედის ოჯახში არაერთი ტრაგედია დატრიალდა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მისი შვილის, ჯონ კენედი უმცროსის ტრაგიკული დაღუპვა იყო.
1999 წლის 16 ივლისს 90-იანი წლების ყველაზე ცნობილი წყვილი, ჯონ კენედი უმცროსი და მისი ცოლი, კეროლინ ბესეტი კეროლინის დასთან, ლორენთან ერთად ბიძაშვილის ქორწილში მიფრინავდნენ, როდესაც ვერტმფრენი ატლანტის ოკეანის თავზე ჩამოვარდა. სამი მგზავრი ადგილზევე დაიღუპა.
შემთხვევა მთელი მსოფლიოსთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა. უმცროსი კენედი დაბადებიდან საზოგადოების ყურადღების ქვეშ იყო - თეთრ სახლში, მამის კაბინეტში გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიო გამოცემები მოიარა, მათ შორის იყო კადრი, სადაც პატარა ბიჭი პრეზიდენტის მაგიდის ქვეშ იმალება.
იმის მიუხედავად, რომ მან თეთრ სახლში მხოლოდ 3 წლის განმავლობაში იცხოვრა, ის საზოგადოების ყურადღების ქვეშ ცხოვრების ბოლომდე დარჩა - მისი წარმატებებს, ჩავარდნებსა თუ რომანტიკულ ურთიერთობებს ყოველთვის გამადიდებელი შუშით აკვირდებოდნენ.
გოგონა კონექტიკუტიდან
კეროლინ ბესეტის ცხოვრება ისეთი გლამურული არ ყოფილა, როგორიც მისი მომავალი ქმრის. ის "კელვინ კლეინში" მუშაობდა და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. მოგვიანებით კი პრეზიდენტის შვილი გაიცნო და მათ შორის რომანტიკული გრძნობები გაჩნდა. წყვილმა 1996 წელს ჯორჯიის ერთ-ერთ კუნძულზე საზოგადოებისგან საიდუმლოდ დაიწერა ჯვარი.
პაპარაცების სამიზნე
დაქორწინების შემდეგ კეროლინსა და ჯონს ყოველი ფეხის ნაბიჯზე პაპარაცების გუნდები მუდმივად დასდევდნენ. ბესეტი ცდილობდა, აერიდებინა ჟურნალისტებთან შეხვედრები და ინტერვიუს მიცემაზე ყოველთვის უარს ამბობდა, თუმცა ხშირად ჩნდებოდა ქმართან ერთად ოფიციალურ ღონისძიებებზე. მათ 1990-იან წლებში აშშ-ში ყველაზე მომხიბვლელ წყვილად მიიჩნევდნენ.
წყვილმა, რომელიც 90-იანებში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მომხიბვლელად მიიჩნეოდა, ერთად ძალიან ცოტა ხანს იცხოვრა, მათი სიცოცხლე 1999 წლის 16 ივლისს დასრულდა. ვერტმფრენს თავად კენედი მართავდა, გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტის შვილმა მართვისას კონტროლი დაკარგა.
1999 წლის ზაფხულს, როდესაც ამერიკა წყვილს გლოვობდა, ისინი არა მხოლოდ კიდევ ერთი გარდაცვლილი კენედის ხსოვნას მიაგებდნენ პატივს, არამედ გლოვობდნენ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ პოტენციალი, ქვეყნისთვის ბევრი რამ გაეკეთებინათ.
წყარო People