17 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შეთანხმებული ცვლილებების საკომიტეტო მოსმენები სრულდება

დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შეთანხმებული ცვლილებების საკომიტეტო მოსმენები სრულდება. მომდევნო კვირიდან კანონპროექტი სავარაუდოდ უკვე სესიაზე გავა, თუმცა ოპოზიციის ნაწილს ისევ შენიშვნები აქვს. კ

ანონპროექტის თანახმად, ცესკო-ს 11 წევრის ნაცვლად, არაუმეტეს 17 წევრი ეყოლება. ცესკოს წევრთა რაოდენობაში არიან ცესკოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და ცესკოს მდივანი. ცესკოს 7 წევრს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრისა ინიშნება პარტიების მიერ.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო ცესკოს შემთხვევაში, თავმჯდომარის ის მოადგილე, რომელიც არჩეულია უმრავლესობის გარეთ მყოფი პარტიების მიერ, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ის მოადგილე, რომელიც არჩეულია საქართველოს პარლამენტის მიერ.

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს რომ დაგეგმილი ცვლილებები საარჩევნო სისტემის მიმართ სანდოობას გაზრდის :

"მე ვისურვებდი, რომ შეიცვალოს ცესკოს თავმჯდომარე. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, ახალ სისტემაში მისი უფლება-მოსილებები იქნება საკმარისად შეზღუდული იმისთვის, რომ გადამწყვეტი ზეგავლენა ვერ მოახდინოს საარჩევნო პროცესზე, ვფიქრობ რომ უკეთესი იქნებოდა არჩევნების ნდომის ხარისხის გაზრდისთვის, რომ თამარ ჟვანიაც შესაბამისად შეიცვალოს,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საარჩევნო კანონმდებლობაში დამზღვევი მექანიზმების არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს "ლელოს" წევრი ანა  ნაცვლიშვილი.

რაც შეეხება უმრავლესობას, სოზარ სუბარს კანონპროექტის ნაკლად მიაჩნია, ის რომ შემცირებულია მაჟორიტარების რაოდენობა.

დეპუტატი ალუდა ღუდუშაური კი ოპოზიციას მოუწოდებს კრიტიკა და პრეტენზია იყოს დასაბუთებული.

ნდობის ხარისხის გაზრდისთვის, რომ თამარ ჟვანიაც შესაბამისად შეიცვალოს.

საარჩევნო კანონმდებლობაში დამზღვევი მექანიზმების არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს ლელოს წევრი ანა  ნაცვლიშვილი.

რაც შეეხება უმრავლესობას, სოზარ სუბარს კანონპროექტის ნაკლად მიაჩნია, ის რომ შემცირებულია მაჟორიტარების რაოდენობა.

დეპუტატი ალუდა ღუდუშაური კი ოპოზიციას მოუწოდებს კრიტიკა და პრეტენზია იყოს დასაბუთებული.

დღის ამბები