"მოძრაობა ხალხისთვის", ასე ჰქვია პოლიტიკურ მოძრაობას, რომლის თავმჯდომარედ დელეგატებმა ანა დოლიძე აირჩიეს. დამტკიცდა პოლიტიკური საბჭო და სარევიზიო კომისია. მიიღებს თუ არა პარტია მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, გადაწყვეტილება მომდევნო დღეებში გამოცხადდება.
"პარტია იქნება ხალხისთვის, რომელიც ორიენტირებული იქნება მხოლოდ საქმეზე, ყველა საქართველოს მოქალაქის კეთილდღებასა და ყოველწლიურ წინსვლაზე. იმ კვირაში შეიკრიბება პოლიტსაბჭო და გადაწყვეტს, ეყოლება თუ არა პარტიას მერობის კანდიდატი, როდის დაიგეგმება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და როგორი ურთიერთობა ექნება მას სხვა პოლიტიკურ ძალებთან," - განაცხადა ანა დოლიძემ.