17 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
ელჩებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას, რომ აუცილებელია დროულად დაიწყოს სასამართლოს რეფორმა - არასამთავრობოები დიპლომატების წერილზე​

26 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე 4 მოსამართლე უნდა აირჩიონ. ამ პროცესის შეჩერებას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორი დღეს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის კახა კუჭავასთვის გაგზავნილ წერილსაც გამოეხმაურნენ.

"იმისათვის, რომ ჩვენ შევცვალოთ რაღაც და სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ წინ ნაბიჯი გადავდგათ, აუცილებელია სისტემური ცვლილებები განხორციელდეს. აუცილებელია ეს ცვლილებები პარლამენტმა განახორციელოს დროულად, როგორც ეს იყო მოწოდებული ელჩების წერილში.

ელჩებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას ის, რომ აუცილებელია დროულად დაიწყოს სასამართლოს რეფორმა, რადგან ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა ძალიან მცირე დროში უნდა გავატაროთ," - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" იურისტი ლელა ხათრიძე ამბობს, რომ მოსამართლეების დანიშვნა საარჩევნო რეფორმის გატარებამდე შარლ მიშელის დოკუმენტის უგულებელყოფა იქნება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კი იმედოვნებს, რომ მოსამართლეთა კონფერენცია გადაიდება.

ცნობისთვის, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა კახა კუჭავას წერილით მიმართეს. მედიატორი ელჩები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერებაზე საუბრობენ, ვიდრე შარლ მიშელის სასმართლო რეფორმა არ განხორციელდება. კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს ახსენებენ შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილ პირობას, რომლითაც მხარეები იღებენ ვალდებულებას გაატარონ სასამართლო რეფორმა. დიპლომატები ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს არის მკაცრი პირობა საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გაწევის კუთხით.










დღის ამბები