06 მაისი 2024,   08:39
ვრცლად
მე მინდა, რომ გავიგო საერთოდ რას აპირებს გახარია - ირაკლი ღარიბაშვილი

რა პოლიტიკური გეგმები აქვს ყოფილ პრემიერს. მოქმედი პრემიერის თქმით, გიორგი გახარიას გეგმები მასაც აინტერესებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, ყველა ადამიანის ქმედებას მიეცემა შესაბამისი განმარტება და შეფასება:

"მე მინდა, რომ გავიგო საერთოდ რას აპირებს გახარია, მინდა გავიგო მისი გეგმები, მისი შეფასებები მოვისმინო. იცოდეს ყველა ადამიანმა და მათ შორის პოლიტიკოსებმა, რომ ყველა ადამიანის ქმედებას მიეცემა შესაბამისი განმარტება და შეფასება. ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები