17 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
არასერიოზულ კინკლაობაში შესვლას არ ვაპირებთ - გიორგი გახარიასთან დაკავშირებით "ოცნების" ლიდერების განცხადებებს მის გუნდში პასუხობენ

ყოფილ პრემიერთან დაკავშირებით მისი ყოფილი თანაპარტიელების, "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა უპასუხეს.

გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ გუნდი  კინკლაობაში შესვლას არ აპირებს.

"ეს მათი მხრიდან არის მცდელობა ამ არასერიოზულ კინკლაობაში ჩვენი ჩათრევის. მე მათ მოვუწოდებდი, რომ უფრო მეტი სიმშვიდით და ნერვიულობის გარეშე მიიღონ ის რეალობა, რაც ქართული საზოგადოების წინაშე იქნება გიორგი გახარიას პოლიტიკური აქტიურობის თვალსაზრისით.  არასერიოზულ კინკლაობაში ჩვენ შესვლას არ ვაპირებთ. პირველი, იმიტომ, რომ ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა," - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დღის ამბები