17 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
შეჩერდება თუ არა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების დანიშვნები - მედიატორმა ელჩებმა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მიწერეს ​

შეჩერდება თუ არა დანიშვნები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - 26 მაისს 4 მოსამართლე უნდა აირჩიონ. მედიატორმა ელჩებმა დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას წერილი მიწერეს.

კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი პირდაპირ საუბრობენ დანიშვნის პროცესში დაუყონებლივ პაუზაზე, ვიდრე რეფორმა არ განხორციელდება და ამით  შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდება.

დიპლომატები ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს არის მკაცრი პირობა საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გაწევის კუთხით.

პროცესის შეჩერებას ითხოვს ოპოზიციაც და არასამთავრობო სექტორიც. წერილის მთავარ ადრესატს, კახა კუჭავას დიპლომატებისთვის ჯერ პასუხი არ გაუცია. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით კი, გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისთვის არის უკეთესი.

დღის ამბები