პარლამენტი უკვე 5 საათია საარჩევნო კანონმდებლობაზე მსჯელობს - დღეს უნდა დასრულდეს საკომიტეტო მოსმენები, რის მერეც, დოკუმენტის შეჯერებული ვერსია, უკვე სესიზე გავა.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე ოპოზიცია და უმრავლესობა შეთანხმდნენ და ტექსტი ვენეციის კომისიას გაეგზავნა, არის ისეთი საკითხები, რაზეც პარტიების ნაწილს პრეტენზიები აქვს.
"არც მხარს ვუჭერ ამ კანონპროექტს და არც წინააღმდეგ ვაძლევ ხმას, თავშეკავების რეჟიმში ვრჩები იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა შეტანა აუცილებლად მიმაჩნია კანონპროექტში," - განაცხადა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.