თბილისში ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი იხსენება. მსახიობები დასი ხელმძღვანელ დათო დოიაშვილთან ერთად მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.
თეატრი დასის სავიზიტო ბარათით "მაკბეტით" გაიხსნება. შემდეგ ვოდევილები "გაყრა" და "შეყრა", ბოლოს კი ახალ თეატრში მაყურებელი პრემიერას - ჩეხოვის "თოლიას" იხილავს.
თეატრი 5 ივნისს გაიხსნება. ახალი დარბაზი, რომელიც 450 მაყურებელს დაიტევს, მომდევნო თვეების განმავლობაში სრულად შევსებული იქნება.
ავტორი: ნინი კუპრაძე