17 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
აშშ-ის საელჩო აფრთხილებს სამთავრობო პერსონალს, რომ შესაძლოა მშვიდობიანი შეკრება დაპირისპირებაში გადაიზარდოს

საქართველოში აშშ-ის საელჩო სამთავრობო პერსონალს მოუწოდებს, მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების სიახლოვეს აღმოჩნდებიან.

საელჩოს რეკომენდაცია შეეხება "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას, რომელიც დღეს გაიმართება.

საელჩოს განცხადებაში წერია, რომ კვირას, 23 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია მასშტაბური დემონსტრაცია, რის გამოც მოსალოდნელია გზის გადაკეტვა და საგზაო მოძრაობის შეფერხება.

აშშ-ის საელჩო აფრთხილებს სამთავრობო პერსონალს, რომ შესაძლოა მშვიდობიანი შეკრება დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

დღის ამბები