კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წულუკიანი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში სენაკსა და ფოთს ეწვია.
მინისტრი სენაკში აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრა, დაათვალიერა თეატრის ახლადრეაბილიტირებული შენობა და თეატრის ხელმძღვანელობასა და მსახიობებთან შეხვედრა გამართა.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე თეა წულუკიანმა თეატრის მსახიობთა დასს შესთავაზა, რომ თეატრის ახლადრეაბილიტირებული შენობა რაც შეიძლება მალე გაიხსნას, რათა შემოსავლის მიღება დაიწყოს და მხარდაჭერა აღუთქვა თეატრის გახსნის ღონისძიების ორგანიზებასა და სამომავლოდ პრობლემების გადაჭრაში.