17 ნოემბერი 2024,   04:56
ვრცლად
ნიკა მელია თელავში მხარდამჭერებს და პარტიის აქტივისტებს ხვდება

"ნაციონალურმა მოძრაობამ" რეგიონებში შეხვედრები დაიწყო. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, ამ წუთებში, მხარდამჭერებს და პარტიის აქტივისტებს თელავში ხვდება.

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის და კიევიდან დაბრუნების შემდეგ, პარტიამ დააანონსა, რომ რეგიონებში იწყებს გასვლას, ამ შეხვედრების შემდეგ კი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლა - არშესვლასთან დაკავშირებით.

"ციხიდან გამოსვლისთანავე ვთქვი, რომ როდესაც ყველა ჩვენს მეგობარს, მხარდამჭერს შევხვდები, ამის შემდეგ გამოვაცხადებ გადაწყვეტილებას. ახლაც მიმაჩნია, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე მეგობრებთან ერთად და დღეს რომ ვარ თელავში, არის ნაწილი ჩემს მიერ წარმოდგენილი მოკლევადიანი გეგმის,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია.

"ჩვენი პარტია არის ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა, მრავალრიცხოვანი ამომრჩევლით და აქტივით, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენ მათი აზრი გავიგოთ და ვისაუბროთ იმ თემებზე, რომელიც აინტერესებთ, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. იმ პროცესებით, რომელიც უკვე მიმდინარეობს პარტიაში, თვის ბოლოს უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება, როგორია ჩვენი სტრატეგია საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებასთან მიმართებაში,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.                                

დღის ამბები