17 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი იყოს მობილიზებული, რათა სათანადო შედეგი მივიღოთ თვითმმართველობის არჩევნებზე - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება" რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

აჭარის შემდეგ, პოლიტსაბჭო დღეს სამეგრელოში პარტიის წევრებს შეხვდება და გეგმებს გააცნობს.

"დღეს ვხვდებით პარტიის წევრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში და ვსაუბრობთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ საარჩევნო სამზადისზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი იყოს მობილიზებული, მათ შორის, სამეგრელოში რათა სათანადო შედეგი მივიღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე,"- ამბობს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები