პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს.
გავრცელდა დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის განცხადება, რომელშიც ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები და სამართლის ექსპერტები მოუწოდებენ მოსამართლეებს, არ დაესწრონ კონფერენციას, დეპუტატებს კი მიმართავენ, დაუყოვნებლივ და ფართო ჩართულობით დაიწყოს საკანონმდებლო მუშაობა, პრობლემების შეფასება და მათი გადაჭრის გზების დასახვა.
ერთი დღით ადრე გავრცელდა მედიატორი ელჩების ღია წერილი, რომელიც კელი დეგნანმა და კარლ ჰარცელმა კახა კუჭავას მისწერეს და რომელშიც ისინი პროცესის დაპაუზებაზე საუბრობენ.