17 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
"ჩვენს ქვეყანაში არის დემოკრატია, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება," - პრემიერი ნამახვანის მოწინააღმდეგეების აქციის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნებისმიერ ადამიანს ქვეყანაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლება აქვს და ამას, დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად, არავინ შეუზღუდავს.

"ჩვენს ქვეყნაში, 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია, რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატია, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის პროტესტის გამოხატვის თავისუფლება აქციების მეშვეობით,ა ქედან გამომდინარე ჩემთვის არის აბსოლუტურად ნორმალური, რაც ხდება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისში ჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია ცოტა ხნის წინ დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები