17 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
პრემიერი ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლო გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი კობახიძეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას დაატოვებინებენ და საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიყვანენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმიანება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს სრული დეზინფორმაცია, რომელსაც ოპოზიცია ავრცელებს:

"ეს არის შეგნებული პროვოკაციული ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება დეგრადირებული, დაშლილი, დაქუცმაცებული ოპოზიციის მხრიდან, რომ თავად გადაფარონ საკუთარ პარტიაშია არსებული მძიმე მდგომარეობა.

დღეს პარტიაში და ჩვენს ხელმძღვანელობაში არის იდეალური, ჰარმონიული სიტუაცია, ყველას გვაქვს ძალიან მჭიდრო, ერთ მუშტად შეკრული სიტუაცია," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი

დღის ამბები