04 მაისი 2024,   14:27
ვრცლად
სულ მცირე 8 გარდაცვლილი - იტალიაში საბაგიროს ჩამოვარდნისას 2 ბავშვი მძიმედ დაშავდა

ჩრდილოეთ იტალიაში, მთაში მდებარე ტბა მაჯიორესთან საბაგიროს ჩამოვარდნას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა, ინფორმაციას BBC ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ კაბინა ტყეში ჩამოვარდა. 

შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა ორი ბავშვი, ისინი ვერტმფრენით ტურინში მდებარე პედიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, შემთხვევა "ძალიან სერიოზულია" სიმაღლიდან ჩამოვარდნილი კაბინა კი "მთლიანად დაიჭმუჭნა".

ინციდენტის მიზეზი უცნობია. არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლი გაიზარდოს. 

დღის ამბები