04 მაისი 2024,   13:57
ვრცლად
ფოტოები ადგილიდან, სადაც საბაგირო ჩამოვარდა - იტალიაში სპეციალისტები მომხდარის მიზეზის დადგენას ცდილობენ

რამ გამოიწვია იტალიაში საბაგიროს ჩამოვარდნა, ამ დრომდე არ არის ცნობილი. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანია გარდაცვლილი, სამი დაშავდა, მათგან ორი ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ბავშვები 10 წელზე ნაკლები ასაკის არიან. 

მედიასაშუალებები ინციდენტის ადგილას გადაღებულ ფოტოებს ავრცელებენ. 

იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა ენრიკო ჯოვანიმ შემთხვევა, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით, ტბა მაჯიორესთან მოხდა, "საშინელ ტრაგედიად" შეაფასა. მისი თქმით, სპეციალისტები მომხდარის მიზეზის დადგენას ცდილობენ. 

დღის ამბები