სისტემა, რომელმაც მოქალაქეები უნდა ამოიცნოს სახით, ტექნოლოგია რომლითაც ამომრჩევლები მისცემენ ხმას და ტექნიკური მექანიზმი, რომელიც ხმებს კომისიის წევრების ნაცვლად დაითვლის - ეს ყველაფერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უნდა მოესწროს. ამისთვის ცესკოს, რომელიც ახლებური წესით ჯერ დაკომპლექტებულიც არ არის, ბევრი სამუშაო აქვს.
სამუშაო აქვთ დეპუტატებსაც, რომლებსაც, ასევე, არ დაუსრულებიათ კონსულტაციები საარჩევნო საკითხებზე, არც ტექნიკურ და არც საკანონმდებლო დონეზე.
პარლამენტში მიმდინარე თითქმის ყოველდღიური მოლაპარაკებების შემდეგ, შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა, სადაც მთავარი თემა, სწორედ ახალი ტექნოლოგიები იყო.
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დეპუტატები პირველი მოსმენით, 25 მაისს დანიშნულ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. პარალელურად, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უკვე გაიგზავნა.