04 მაისი 2024,   14:04
ვრცლად
საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა იტალიაში გაიზარდა

საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ტბა მაჯიორესთან ახლოს მოხდა. ინციდენტის შედეგად 2 ბავშვი მძიმედ დაშავდა. სამართალდამცველების თქმით, ისინი 5 და 9 წლისები არიან, ბავშვები ვერტმფრენით ტურინში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ინციდენტის მიზეზი, ამ დრომდე, კვლავ უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები