მეტროსადგურები "ვაჟა-ფშაველა" და "სახელმწიფო უნივერსიტეტი" ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრთა მიღებაზე დროებით დაიკეტა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდება ზონალურად, მეტროსადგურ "სადგურის მოედნიდან" "დელისამდე" და პირიქით. თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება. კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომელიც აღნიშნულ პრობლემას დროულად აღმოფხვრის.