პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტების განხილვა ცხარე დისკუსიისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც, რომლის გამოც, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ტექნიკური შესვენების გამოცხადებაც კი გახდა საჭირო, ეს იმ დროს, როდესაც საკუთარ ვერსიას "ქართული ოცნება" წარადგენდა.
ახლა ტრიბუნა უკვე ოპოზიციამ მეორე პროექტზე სასაუბროდ დაიკავა.