17 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
ოროსანი იურისტი ხარ, წერა არ იცი, კითხვა არ იცი, მოსმენაც არ იცი? - ალუდა ღუდუშაური ლევან სამუშიას

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამნისტიის კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა, "ლელოს" წევრ ლევან სამუშიას მიმართა: 

"პარლამენტი ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ბრძანდებოდე. სახეს ნუ კარგავთ! ნამდვილად არ იცით სად ხართ. შოუმენი ხართ! ერთი არგუმენტიც ვერ მოიყვანეთ, ოროსანი იურისტი ხარ, წერა არ იცი, კითხვა არ იცი, მოსმენაც არ იცი? - ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა, რომელიც სხდომას რამდენიმე წუთით უძღვებოდა, „ლელოს“ წევრს ლევან სამუშიას.

ალუდა ღუდუშაურის ეს რეაქცია, "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე ლევან სამუშიას შეფასებებს მოყვა.

სამუშიამ განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" 20 ივნისს სისხლიანი ღამის მოწყობის შემდეგ საკუთარი თავის ამნისტიის გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები