17 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
თუკი მათ ნდობა არ აქვთ, მაშინ გამოდის, რომ სასამართლო პროცესებიც უნდა შეჩერდეს - შალვა პაპუაშვილი

მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ საარჩევნო რეფორმა კონსტიტუციის შესაბამისად და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, "ქართული ოცნების" წევრები განმარტავენ, რომ პარლამენტი არ არის უფლებამოსილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასანიშნი წევრებისთვის განკუთვნილი პროცესი და პროცედურა შეაჩეროს.

ამავე დროს, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ ფაქტს, რომ პარლამენტი ვერ ჩაერევა დამოუკიდებელი სტრუქტურის საქმიანობაში. საუბარია მოსამართლეთა კონფერენციაზე.

"რაც შეეხება მოსამართლეთა კონფერენციას, ეს არის თვითმმართველი ორგანო და თუ კი ჩვენ გვინდა და ჩვენი იდეა არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა, ეს თავის თავში, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრებს ამ სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პატივისცემას. თუ კი მათ ნდობა არა აქვთ, მაშინ გამოდის, რომ სასამართლო პროცესებიც უნდა შეჩერდეს ამ ქვეყანაში და მანამ, სანამ ჩვენი ოპონენტები არ ჩათვლიან, რომ ნდობა აქვთ მოსამართლეების მიმართ, მანამდე გაჩერდეს მთლიანად მართლმსაჯულება. ამ ლოგიკას მივყავართ მხოლოდ აქამდე,"- აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, მოსამართლეთა კონფერენცია 26 მაისს უნდა გაიმართოს, რომელზეც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე, მოსამართლე წევრები უნდა აირჩიონ.

დღის ამბები